ვარძიაში მოხვედრისას თქვენ პრაქტიკულად მოგზაურობთ XII საუკუნის საქართველოში. ვარძია-რეზორტი უნიკალურია იმით, რომ აქ ერთმანეთს ერწყმის მესხეთის ისტორია და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა. ის მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ხეობაში თურქეთისა და სომხეთის საზღვართან ახლოს. ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა მდინარის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია.
ვარძია-რეზორტი გთავაზობთ დასვენების, გართობისა და მოგზაურობის ფართო სპექტრს. კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულია ბუტიკის სტილის სასტუმრო, რესტორანი ქართულ/მესხური და ევროპული სამზარეულოთი, ღვინის სადეგუსტაციო მესხური ოდა-მარანი, ცალკე მდგომი კოტეჯები, კლდეზე გადაკიდებული საცურაო აუზი, ღია ლაუნჯ-ბარი და კემპინგი.
კომპლექსის განსაკუთრებულ მშვენებას წარმოადგენს კლდეზე გადაკიდებული ღია საცურაო აუზი, რომლის კედლებიც გარედან ციხესიმაგრეს გაგონებთ. ზაფხულში ვარძია-რეზორტში დასვენება და განტვირთვა არა მხლოდ მის ტერიტორიაზე განლაგებული წყალსატევებისა და მდინარე მტკვრის ნაპირებზეა შესაძლებელი, არამედ კლდეზე გადაკიდებული ღია აუზშიც, საიდანაც ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქისა და თმოგვის ციხის უნიკალური ხედები იშლება. ასე თქვენ ერთბაშად მოახერხებთ მძიმე დღის დაღლილობისა და სტრესის მოხსნას. აუზის გვერდით მდებარეობს ბავშვების საჭყუმპალაო, რომელიც დიდად გაახარებს დასასვენებლად ოჯახებთან ერთად ჩამოსულ სტუმრებს.
მესხური დარბაზის სტილში გაწყობილი და კაკლის დედაბოძებით დასრულებული სასტუმროსგან ცალკე მდგომი რესტორანი გთავაზობთ ქართული/მესხური და ევროპული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს. აქ ყველა სტუმარს სიხარულით ხვდებიან და სასიამოვნოდ აოცებენ ხარისხითა და მისაღები ფასებით.
თანამედროვე სასმელების, კოქტეილებისა და სასიამოვნო მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ განტვირთვა ბარში. ჩვენი სამზარეულოს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოდგენილია აგრეთვე ამ რეგიონის – მესხეთის – კერძებით, რომლებიც მომზადებუილია ღია ცეცხლზე და ჩვენს ტერიტორიაზე გამდინარე ბუნებრივ სასმელ წყალზე. კერძები მზადდება ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობებში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.
რესტორანი იტევს სტუმართა დიდ რაოდენობას, რომელთაც შეუძლიათ ისადილონ როგორც რესტორნის შიდა დარბაზებში (130 სტუმარი), ასევე რესტორნის წინაეზოში (150 სტუმარი) და დატკბნენ ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის ხედებით. რესტორანი მუშაობს 11:00-დან 23:00-მდე.
ღია ლაუნჯ-ბარი ბუნებაში – შეუცვლელი ადგილია როგორც მეგობრების ვიწრო წრეში შეხვედრებისთვის, ასევე მთელ ოჯახთან ერთად დასვენებისა და განტვირთვისთვის.
თუ გსურთ დაისვენოთ ბუნებაში და სასიამოვნო დრო გაატაროთ ღია ლაუნჯ-ბარში, მაშინ აუცილებლად უნდა შემოიაროთ ჩვენთან: ლაუნჯ-ბარის ფართო ტერასა ყოველთვის ბევრ სტუმარს იზიდავს, რადგან აქედან მათ არა მარტო ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის განუმეორებელი ხედები მოჩანს, არამედ მათ ასევე იზიდავს ვარძია-რეზორტის ტერიტორიაზე არსებული უძველესი წმ. მარინეს სალოცავის განუმეორებელი ფორმები და ხევში გამდინარე წყლის ჩუხჩუხი.
ლაუნჯ-ბარის მიმდებარე ტერასებზე ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები, საქანელები, კოცონის ასანთები კუთხე და ბატუტია განთავსებული. აქვე შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენთვის სასურველი ბარბექიუ.
ვარძია-რეზორტის რესტორანში ყველა კერძი მზადდება მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას და ვაფასებთ ჩვენი სტუმრების განწყობას, ამიტომაც ჩვენი კერძების ხარისხი ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა.
განითვირთეთ ყოველდღიური სტრესისგან და ეწვიეთ ჩვენს გასართობ დარბაზს, სადაც დაგხვდებათ ბილიარდი და პოკერის მაგიდა. დარბაზში შეგიძლიათ შეუკვეთოთ კერძები და სასმელები რესტორნიდან.
ბილიარდის მეზობლად მყუდრო ადგილას დგას პოკერის მაგიდა, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატაროთ სასიამოვნო საღამო ამ აზარტული თამაშის მოყვარულების წრეში.
საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საკონფერენციო დარბაზის საერთო ფართი არის 90 კვ.მ და გათვლილია 40 მონაწილეზე.
მოცემული ტარიფები მოიცავს დილის საუზმეს! ლანჩის ღირებულება შეადგენს 35 ლარს. ვახშამის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.
ნომრის ღირებულებაში შედის სასტუმროს ტერიტორიაზე 2 ღია ტიპის აუზით სარგებლობა.
შინაური ცხოველები არ დაიშვებიან!
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 დან 13 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი ღირს 25 ლარი ერთი ღამით!
13 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 40 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.