სასტუმრო „ბომონდი“ გთავაზობთ ნომრებს ქალაქის ცენტრში.
სასტუმრო „ბომონდი“ დააკმაყოფილებს ყველა კატეგორიის მქონე სტუმარს, რადგან 5 წუთში ფეხით, შეგიძლიეათ ესტუმროთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რუსთაველის თეატრს, სხვადასხვა კინოთეატრს, საქართველოს პარლამენტს, ქ. თბილისის ძველ მერიას და საკრებულოს, სხვადასხვა კატეგორიის მუზეუმებს, სავაჭრო ცენტრებს, სუვენირების მაღაზიებს, ბანკებს და აშ. უახლოესი მეტრო სადგურები: რუსთაველის მეტრო – 5 წუთის სავალზე და მეტრო თავისუფლება – 3 წუთის სავალზე. ავტობუსის გაჩერება – 2 წუთის სავალზე.
რეცეპცია მუშაობს 24 საათი და მუდამ ზრუნავს სტუმრების კეთილგანწყობაზე. ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ შესანიშნავ ხედს ქ. თბილისზე და ხედს „მთაწმინდა“ზე სადაც საქართველოს ყველაზე დიდი გასართობი პარკია განლაგებული, ასევე არის საქართველოს მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონი.
ჩვენ კერძებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან ვამზადებთ.
ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 25 ლარი ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.