სასტუმრო "დალიდა" 4 სართულიანია და მდებარეობს თბილისში დოლიძის და ლიხაურის ქუჩების გადაკვეთაზე, ესტონეთის საელჩოსთან ახლოს.
სასტუმრო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით: ლიფტით და სხვა აუცილებელი თანამედროვე ინვენტარით. 50 კაციანი სასადილო დარბაზით, კაფე-ბარით და სამზარეულოთი.
სასტუმროს აივნებიდან ნათლად ჩანს თბილისის ხედი, მთაწმინდა. ყველაფერი ეს ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ღამით. სასტუმრო მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. გვყავს მრავალ ენაზე (რუსული, ინგლისური, გერმანული) მოლაპარაკე პერსონალი.
გვაქვს შესაძლებლობა დაბალ ფასებში მოვემსახუროთ სტუმრებს კომფორტული ტრანსპორტით აეროპორტიდან, რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე და პირიქით.
ყველა სტუმარს ვთავაზობთ:
ექსკურსიები თბილისსა და საქართველოში, კანიონები, მონასტერები, აბანოები, ახალი ბოსტნეული და ხილი ჩვენი ბაღიდან, ხედი ძველ ქალაქსა და მწვანე მთებზე. და მთავარი - ჩვენი სტუმართმოყვარეობა!
პატივისცემით, სასტუმრო „დალიდა“ -ს ადმინისტრაცია.
ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.