

ფასების ნახვა სასტუმრო შაინ პალასი გახლავთ თანამედროვე ტიპის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, ა.შ.შ-ს საელჩოსთან ახლოს. სასტუმრო განლაგებულია 7 სართულზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტების მქონე, სხვადასხვა ტიპის ნომრებს.
საკონფერენციო დარბაზი გათვლილია დაახლოებით 150 ადამიანზე. დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო, თანამედროვე აუდიო ვიდეო მოწყობილობით.
სასტუმრო შაინის საზაფხულო ტერასა და ლაუნჯ-ბარი იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი და პროფესიონალი ბარმენის მიერ დამზადებული ორიგინალური კოქტეილები, და გახადოთ თქვენი დასვენება დაუვიწყარი.
უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი, მეგობრული პერსონალი, მყუდრო გარემო, და რაც ყველაზე მთავარია განსაკუთრებულად დაბალი ფასები, ქმნის ყველა პირობას თქვენი კომფორტული დასვენებისთვის.
კომპანიის სტანდარტების მკაცრი დაცვით, ქართული სტუმართმოყვარეობის და ტრადიციების გათვალისწინებით, ჩვენ გთავაზობთ ისეთ მომსახურებას, რაც ნამდვილად გამოარჩევს შაინის სასტუმროებს. ჩვენთან სტუმრობა დაუვიწყარი და ხანგრძლივი მოგონებებია, რისი მთავარი წინაპირობაა ქართული სტუმართმოყვარეობა და ყურადღება.
ჩვენ კარგად ვათვითცნობიერებთ რომ საუკეთესო ადგილი და შემოთავაზებები არაფერია საუკეთესო მომსახურების გარეშე. ჩვენი კვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი ფლობს ყველა საჭირო უნარჩვევას ამ პირობის შესასრულებლად.
ჩვენს სასტუმროებში ყველა სტუმარს ხვდებიან გულთბილად, ეს არის სასტუმრო სადაც თითოეული ადამიანი თავს გრძნობს განსაკუთრებულად, დაფასებულად და სასურველად.
შაინის სასტუმროების ქსელი მომხმარებელს სთავაზობს სასტუმროებს და დასასვენებელ კომპლექსებს უნიკალური არქიტექტურის, თვალსაჩინო დეკორაციის და ხელოვნების ნაზავით. ამას დაუმატეთ არნახული მომსახურება და შედეგად შაინიდან საუკეთესო მოგონებები დიდხანს გაგყვებათ.
კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ზოგ ნომერში
ტელეფონი ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ყველა ოთახში
ფენი ყველა ოთახში
სასმელები ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ლივტი
შესასვლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
შესაძლებელია მანქანის გაქირავება
ბილიარდი
ღამის კლუბი იქვე ან ახლოს
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 25 ლარი ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.