სასტუმრო "ერმა" მდებარეობს 10 წუთის სავალზე ქალაქის ცენტრიდან, თელავის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ზონაში, ზუზუმბოზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის კომფორტული და წყნარი გარემო იძლევა საუკეთესო დასვენების გარანტიას.
სასტუმროს ორი მხრიდან ესაზღვრება ცივის მთის წიწვოვან-ფოთლოვანი სუფთა ჰაერით მდიდარი ტყე. გარდა ამისა, ამ დერეფანში თავს იყრის როგორც კავკასიონიდან, ასევე ცივის მწვერვალიდან მონაბერი ნიავი. რის გამოც ამ ადგილას მუდამ სასიამოვნო სიგრილეა. ამასთანავე, აივნებიდან იშლება ალაზნისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები.
ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 40 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.