საოჯახო სასტუმრო "სახლი მესტიაში" მდებარეობს მესტიის ცენტრიდან 100 მეტრში და ავტოსადგურამდე ფეხით 5 წუთის სავალია (1450მ. ზღვის დონიდან), მყუდრო და სუფთა, ლამაზი ეზოთი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ კომფორტულად.
საოჯახო სასტუმროში იჯავშნება როგორც მთლიანი ნომრები, ასევე ცალკეული საწოლები საერთო ოთახში!
არის საერთო სარგებლობის სამზარეულო, სადაც სტუმრებს თავად შეუძლიათ მოამზადონ კერძები.ტარიფები არ მოიცავს კვებას. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ორჯერადი კვება, ფასი ინდივიდუალურია!
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს ერთი ღამით!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 20 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.