სასტუმრო Sairme Hotels and Resorts starstarstarstar ფასების ნახვა

საირმე, საირმე, ბაღდათის რაიონი, საქართველო

სასტუმროსთან დასაკავშირებლად დარეკეთ 598210172; 599910775; 591580099; 0322404545; 59947

ნაბიჯი 1
აირჩიეთ სასურველი ნომერი
ნაბიჯი 2
შეამოწმეთ თავისუფალი ადგილები
ნაბიჯი 3
მიიღეთ თავისუფალი ადგილების დადასტურება
ნაბიჯი 4
გადაიხადეთ ავანსი და დაჯავშნეთ
მიუთითეთ თარიღები

Სასტუმროს აღწერა
50583

სასტუმრო Sairme Hotels and Resorts -ს ადგილმდებარეობაა საირმე. ის მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 1 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე, ავტოსადგურიდან ავტომობილით 1 საათის და 15 წუთის სავალ მანძილზე, რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 1 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ დაცვის სამსახურით, უფასო პარკინგით, ფიტნეს დარბაზით, საკუთარი ბაღით, სათამაშო ზონით ბავშვებისთვის, ტაქსის სერვისით, განიტვირთოთ მასაჟის პროცედურებით, ბილიარდით, აუზით, დასუფთავების მომსახურებით და რესტორანით სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

ყველა ნომერს აქვს :
  • ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი
  • ტელეფონი
  • საშხაპე
  • ცენტრალური გათბობა
  • ტელევიზორი
  • ფენი

 სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, საკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში. კურორტი საირმე უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა.

კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო"საირმე" 390 დამსვენებელზეა გათვლილი (ეს საირმის მთელი ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს). აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, 'კრაფტის' უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ.

დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო 'საირმის' ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით და ექოსკოპიური კაბინეტით.

საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ.

ბალნეოლოგიური კუროტ საირმის მინერალური და თერმული წყაროების სამკურნალო თვისებები ჯერკიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი. 

იტალიური რესტორანი: იტალიური სამზარეულოს გემოს მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის კარგად შესაცნობად, იტალიელი შეფ-მზარეული მოვიწვიეთ. რესტორნის დიზაინი კი იტალიელ დიზაინერებს მივანდეთ. აქ შეუძლებელია ნახოთ დეტალი, რომელიც სრულ ჰარმონიაში არ არის გარემოსთან.

ქართული რესტორანი: ვიცნობთ ჩვენს ტრადიციებს, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კერძები ჯანსაღი პროდუქტით მზადდება, ამიტომ ჩვენი სამზარეულოს გემო ნამდვილი და ქართულია. ინტერიერი ხის ფაქტურითაა მოპირკეთებული ბუნებრივი ელეგანტურობისთვის, აღმოსავლეთის კედელი სამხრეთისას ისე უერთდება, რომ მათ შორის არაფერია, ბუნების გარდა.

 

სარელაქსაციო ცენტრის აღჭურვასა და დაპროექტებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და გერმანელ მეცნიერებს მივანდეთ, რადგან გვჯერა სხეულის სიჯანსაღე პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების რიტმზე, განწყობასა და თავდაჯერებულობაზე.

ბუნებრივი რესურსები აქაც მოვიშველიეთ, ყოველი პროცედურა საირმის თერმული წყლებით კეთდება, რომელიც მიწიდან 1500 მეტრიდან ამოედინება, ტემპერატურა 410-ს შეადგენს და მისი სამკურნალო თვისებები განსაკუთრებულად გამაჯანსაღებელს ხდის ჩვენს ყველა პროცედურას.

თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც მეცნიერულადაა დამტკიცებული. საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის, უროლოგიის ინსტიტუტისა და ასევე გერმანელი სპეციალისტების მიერ დადგინდა, რომ საირმის თერმული წყლები ხასიათდება მაღალი თერაპიული ეფექტით. თერმული წყალი წარმოადგენს სულფიდურ (გოგირდწყალბადიან), სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან წყალს და მისი გამოყენება ხდება აბაზანების სახით.

 

სასტუმროს 2-ზე მეტი ღამით დაჯავშნის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება!

Სასტუმროს მომსახურებები

ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
მაცივარი ზოგ ოთახში
ზოგიერთ ოთახში არის Wifi
ფენი ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
მიმტანის მომსახურება
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
დასუფთავების მომსახურება
პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე
ვალუტის გაცვლა ხელმისაწვდომია ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
კონსიერჟი ადგილზე
ცენტრალური გათბობა
საკუთარი რესტორანი
საკუთარი ბაღი თქვენს განკარგულებაში
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პიკნიკის ზონა ადგილზე ან ახლოს
საბავშვო სათამაშო ზონა ადგილზე
ანიმატორის მომსახურება ადგილზე
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება
აქვს ფიტნეს დარბაზი
სოლარიუმი ადგილზე
მასაჟის მომსახურება
ბილიარდი
საცურაო აუზი

მომსახურების პირობები

დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.

ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია: სამჯერადი კვება, სამედიცინო კონსულტაცია, ღია თერმული აუზის ულიმიტო საშვი,მინერალური წყაროები, შიდა ტრანსფერი (სასტუმრო საირმედან სპა ცენტრამდე არის 3 კილომეტრი)  

შინაური ცხოველები არ დაიშვებიან.

შესვლის (Check in) და გასვლის (Check out) დრო

შესვლის დრო 14:00; გასვლის დრო 12:00

Სასტუმროს დეტალები

ბავშვები და დამატებითი საწოლები

ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!

ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!

დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:

  • ოთახში "Twin or double room with river view" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Triple room with river view" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.
  • ოთახში "Family room (mansard)" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Family room (4 adults)" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Double or Twin room with mountain view" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Suite" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Executive suite room" დამატებითი საწოლის განთავსება შეუძლებელია
  • ოთახში "Triple room with mountain view" შესაძლებელია დივნის გაშლა 1 ადამიანისთვის.

 

აეროპორტები, ტრანსპორტი და მანქანით მისვლის ინსტრუქცია

სასტუმრო მდებარეობს:
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 1 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე
  • ავტოსადგურიდან ავტომობილით 1 საათის და 15 წუთის სავალ მანძილზე
  • რკინიგზის სადგურიდან ავტომობილით 1 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე
ტრანსპორტი რომელითაც მიხვალთ:
  • ავტობუსი
  • მიკრო ავტობუსი
  • ტაქსი
  • მსუბუქი ავტომობილი

პოლიტიკა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა

ავანსი, რომელიც შეადგენს 1 ღამის საფასურს შეკვეთის მთლიანი ღირებულებიდან, უნდა იყოს გადახდილი საიტზე იმისათვის რომ დაასრულოთ დაჯავშნა. ღირებულების დანარჩენი თანხა გადასახდელი იქნება ადგილზე, მომსახურების მიღების დროს. ასევე შეგიძლიათ სრულად გადაიხადოთ შეკვეთის ღირებულება საიტზე. ასეთ შემთხვევაში ადგილზე შეკვეთის ღირებულება არ გექნებათ გადასახდელი.

Check in -მდე 7 ან მეტი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გიბრუნდებათ საიტზე გადახდილი დეპოზიტის 100%. Check in-მდე 7 დღით გვიან გაუქმების შემთხვევაში გადახდილი დეპოზიტი არ გიბრუნდებათ გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.

ადგილზე გადახდის მეთოდები

  • შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორება
  • Master Card
  • Visa Card
  • Maestro Card
მიწერეთ სასტუმროს - სასტუმროდან პასუხი მოგივათ ელ-ფოსტაზე, რომელიც მითითებული გქონდათ საიტზე რეგისტრაციის დროს

    შეტყობინების გასაგზავნად საჭიროა ვებგვერდზე გაიაროთ ავტორიზაცია.

შეფასება

Sairme Hotels and Resorts საშუალო რეიტინგი: 8.8 - სულ ხმა: 3

სტუმართმოყვარეობა
10/10 100%
ადგილმდებარეობა
10/10 100%
სისუფთავე
8/10 80%
საცხოვრებელი პირობები
8/10 80%
ხარისხის და თანხის შესაბამისობა
9/10 90%
მომსახურება
9/10 90%
უფასო WiFi
6/10 60%
სასტუმროს ზოგადი შეფასება:

Проживали в этой гостинице две недели с оздоровительными целями. Отличная минеральная вода, вкусно кормят. Нам понравилось. Комната показалась очень маленькой, поэтому попросили поменять двухместную на трехместную, которая была немного больше.

სასტუმროს დადებითი მხარეები:

питание, минеральная вода

სასტუმროს უარყოფითი მხარეები:

маленькие номера

სტუმართმოყვარეობა
10/10 100%
ადგილმდებარეობა
10/10 100%
სისუფთავე
9/10 90%
საცხოვრებელი პირობები
8/10 80%
ხარისხის და თანხის შესაბამისობა
9/10 90%
მომსახურება
9/10 90%
უფასო WiFi
5/10 50%
სასტუმროს ზოგადი შეფასება:

Отдыхали здесь с мужем и ребенком в номере для 4 человек. Номер хороший, просторный, убирали каждый день. Ходили на оздоровительные процедуры (цены небольшие). Питание было немного однообразным, но все очень свежее и вкусное. Хорошо отдохнули, вернемся еще.

სასტუმროს დადებითი მხარეები:

вежливый персонал, недорогие процедуры, чистота

სასტუმროს უარყოფითი მხარეები:

плохое качество интернета

სტუმართმოყვარეობა
10/10 100%
ადგილმდებარეობა
10/10 100%
სისუფთავე
10/10 100%
საცხოვრებელი პირობები
9/10 90%
ხარისხის და თანხის შესაბამისობა
9/10 90%
მომსახურება
9/10 90%
უფასო WiFi
7/10 70%
სასტუმროს ზოგადი შეფასება:

Останавливались в этой гостинице с подругой, чтобы попить минеральной воды и походить на СПА-процедуры. Местоположение чудесное – в горах, воздух чистый. Номер был маловат, но убирали в нем каждый день. Очень понравилась еда – вкусно и сытно.

სასტუმროს დადებითი მხარეები:

вкусная еда, чистота, хорошее местоположение

სასტუმროს უარყოფითი მხარეები:

нет