სასტუმრო გალავნის კარი მდებარეობს სიყვარულის ქალაქ სიღნაღში ზღვის დონიდან 800მ. სიმაღლეზე ტყე-პარკთან და 4,5 კმ სიგრძის უძველეს ციხე-გალავანთან, საიდანაც იშლება ცივ გომბორის და ალაზნის ველის ულამაზესი ხედები.
სასტუმროში არის ეროვნული და ევროპული სამზარეულო. ასევე თქვენ შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ ღვინის დაყენებასა და ქართული ჭაჭის გამოხდაში და რა თქმა უნდა დაათვალიეროთ უძველესი ისტორიულ კულტურული შენობა-ნაგებობები კახეთის მთელ რეგიონში.
ჩვენ ვცდილობთ, რომ დამსვენებელმა გაატაროს საუკეთესო დრო. ჩვენი ყურადღებიანი და სტუმრებზე ორიენტირებული პერსონალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახადოს.
თუ ნომერში რჩება მხოლოდ 1 პერსონა მაშინ ფასი არის 50 ლარი.
ტარიფები მოიცავს საუზმეს.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
თუ ნომერში რჩება მხოლოდ 1 პერსონა მაშინ ფასი არის 50 ლარი (სხვაობას ამატებთ ადგილზე).
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 12 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის 18 წლამდე ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე განთავსების საფასური შეადგენს პერსონის სრულ ფასს!
ბავშვის ინდივიდუალურ (ოთახში არსებულ) საწოლზე განთავსების შემთხვევაში საფასურს იხდით საიტზე (დაჯავშნის დროს).
სასტუმროს არ აქვს დამატებითი საწოლებით მომსახურების სერვისი.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.