


ფასების ნახვა სასტუმრო "რჩეული ფიროსმანი" მდებარეობს ისტორიული სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და თეატრის გვერდით.
სასტუმროს ნომრები მოგცემთ საშუალებას შესანიშნავად დაისვენოთ გემოვნებით მოწყობილ გარემოში, სასტუმროს აქვს 18 კომფორტული ნომერი, ზოგიერთი მათგანი აივნით, ასევე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 55 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯით კომფორტული და მყუდრო დასვენებისთვის.
სასტუმრო "რჩეული ფიროსმანი" გთავაზობთ სიღნაღში ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ რესტორანს, სადაც გარემოს ავსებს ისტორიული სიღნაღის ხედი. რესტორანი გთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების დიდ არჩევანს, დამზადებულს ახალი, ადგილობრივი პროდუქტით. აქ, მშვენიერ სიყვარულის ქალაქში შეგიძლიათ გადაიხადოთ ქორწილი, აღნიშნოთ დაბადების დღე ან უბრალოდ ისადილოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ეწვიეთ სიღნაღს, მუსიკის, ხელოვნების და სიყვარულის ქალაქს და თქვენ ნამდვილად დადგებით რომანტიულ განწყობაზე!
აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული და რელიგიური ადგილები, არქიტექტურული ძეგლები, ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშები, ქართული ხალიჩები, დატკბეთ მუსიკით და მხატვრობით, გაეცნოთ ძველ ტრადიციებს და დააგემოვნოთ ქართული ღვინო, ნახოთ ქართული სტუმართმოყვარეობა. თვალწარტაცი ხედები კი ხიბლავს ტურისტებს.
კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
ფენი ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები აკრძალულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
საკონფერენციო დარბაზი
ობიექტი მდებარეობს მყუდრო/ სოფლის ტერიტორიაზე
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პოპულარული საფეხმავლო ადგილები
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტაქსის მომსახურება
ველო-ბილიკი ახლოს
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 3 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
სასტუმროს არ აქვს დამატებითი საწოლებით მომსახურების სერვისი.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.