არის მყუდრო გარემო, ჩაი, ყავა შეუზღუდავად არის სამზარეულოში, და ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტები საუზმისთვის.
გვაქვს ასევე საოჯახო ორი ნომერი (2 ოთახიანი) სადაც შესაძლებელია ბავშვების ცალკე განთავსება.
სახლის წინ არის ფიჭვნარი ტერიტორია, გარშემო ყოველ 10 მეტრში არის კვების ობიექტები (კაფე, რესტორანი, სწრაფი კვება და სხვა) და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნომერში მოართვან შეკვეთილი სადილი.
შესაძლებელია ტრანსფერის მომსახურეობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან , ფასი შეადგენს 40 ლარს.
ქუთაისიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანსფერის ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ტრანსფერი ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან არის უფასო!
არის საერთო სარგებლობის სამზარეულო, სადაც სტუმრებს თავად შეუძლიათ მოამზადონ კერძები.ტარიფები არ მოიცავს კვებას.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 8 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.