სასტუმრო "სავანე" ფუნქციონირებს 2000 წლიდან. სასტუმრო არ დგას ქუჩის პირას, ამდენად იგი მოშორებულია ქუჩის ხმაურს. მას აქვს ლამაზი, შიდა მწვანე ეზო, ლამაზი ნარგავებით და ყვავილებით, საბავშვო გასართობი ზონით, მაგიდებით, სადაც დღის ნებისმიერ დროს, დამსვენებელს შეუძლია დააგემოვნოს სასტუმროს რესტორანში მომზადებული ქართული თუ ევროპული კერძები.
შიდა ბაღის ფართი შეადგენს 1500კვ.მ. აქ ხარობს ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორიცაა სხვადასხვა ჯიშის პალმები, ჰორტენზია, კივი, დრაცანა, კარალიოკი, ხურმა, ლეღვი, პასიფლორა, ყურძენი და ბევრი ულამაზესი ყვავილი.
ეზოს ამშვენებს პატარა აუზი, ხელოვნური ჩანჩქერით, ბამბუკის ფანჩატური, მაგიდები - თეთრი ქოლგებით, საქანელები და ლამპიონები.
და რაც ყველაზე მთავარია, სასტუმროს აქვს დიდი, ფართო ტერასები-მაგიდებითა და სავარძლებით.
სასტუმრო „სავანე“-ში გატარებული დღეები, თქვენი ცხოვრების ულამაზეს მოგონებად დარჩება.
ქობულეთი არის შავიზღვისპირეთის ლამაზი, პატარა ქალაქი. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული მიკროკლიმატით.
მას აქვს 12 კმ. სიგრძის პლიაჟი, რომელიც მოწყობილია:
- საშხაპეებით
- ქოლგებით
- შეზლონგებით
- კაფე-ბარებით
- ბუნგალოებით და დისკო-კლუბებით.
ქობულეთს და ბათუმს შორის 25 კილომეტრია. ქობულეთი გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იოდიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზით და სასიამოვნო ტემპერატურის წყლით.
ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება, ფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 5 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
სასტუმროს არ აქვს დამატებითი საწოლებით მომსახურების სერვისი.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.