სასტუმრო "აიეტის სასახლე" მდებარეობს ქუთაისში, ქალაქ მუზეუმის ტერიტორიაზე, ცნობილი თეთრი ხიდიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით. შესაძლოა სწორედ აქ, ამ ადგილზე, იდგა კოლხეთის დიდი მეფის, ჰელიოსის ძის მრისხანე აიეტის სასახლე. ძველბერძნული ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ სწორედ ქუთაისში (ანუ ძველ კუტაიაში), 3300 წლის წინ, მდინარე რიონის (ფაზისის) ნაპირს მოადგა ოქროს საწმისის მაძიებელი არგონავტების რაზმი, იაზონის მეთაურობით.
სასტუმროს შენობა წააგავს კიდეც ძველ კოლხურ ციხესიმაგრეს. შენობა აგებულია ადგილობრიბი გრანიტითა და აგურით, ხოლო სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის კოჭებითა და ხის იატაკით. ხის მასალის გამოყენება ქმნის ჯანმრთელ გარემოს და ზრდის შენობის სეისმურ უსაფრთხოებას. სატუმროს ინტერიერი გაფორმებულია კედელში ნაკვეთი, კოლხეთში არგონავტების მოგზაურობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ცნობილი ილუსტრაციებით.
სასტუმრო „აიეტის სასახლე“ გამოირჩევა ინდივიდუალური მომსახურეობითა და კლასიკური ელეგანტურობით, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ქუთაისში. ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო, კომფორტაბელურ ნომრებსა და მრავალფეროვან გემრიელ კერძებს, ქართული უნიკალური ღვინოების ფართო ასორტიმენტსა და საუკეთესო შესაძლებლობებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.
რესტორანი, ბარი, და საბანკეტო დარბაზი
რესტორანი, ბარი და საბანკეტო დარბაზი განლაგებულია სასტუმროს პირველ სართულზე, ხოლო იმერული რესტორანი, ზამთრის ბაღით, მდებარეობს მეოთხე სართულზე. რესტორნის ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის კედლებში ხელით ნაკვეთი პანოები, რომლებიც კოლხეთში, არგონავტების მოგზაურობის შესახებ ცნობილი მითის ილუსტრაციებია. ბუხარი და კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესრულებით, კი, ქმნის განსაკუთრებულ, რომანტიულ განწყობილებას.
ასევე მყუდრო გარემოა შექმნილი საბანკეტო დარბაზშიც, რომელიც მოპირკეთებულია შინდისფერი გრანიტით და თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ტილოებით.
იმერული ოდა მოთავსებულია მეოთხე სართულზე. ხის კედლები დაფარულია თაფლის სანთლით, რაც არაჩვეულებრივი არომატით ავსებს იქაურობას. ოდას ესაზღვრება აივანი, რომელიც ასევე იმერული ეზოს მსგავსადაა მოწყობილი - მოწნული ღობით, ბალახით, მცენარეებით, მოქმედი ჭურებით, ბუხრით და სუფრებით.
დაბოლოს, ყველაზე მთვარი - სამზარეულო. ჩვენ გაგიმასპინძლდებით სხვადასხვა დასახელების, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული უგემრიელესი კერძებით. შეგიძლიათ მოითხოვოთ საფირმო კერძი „არგო’’, რომელიც იაზონის ხომალდის მსგავსი ხის ლანგრით მორთმეულ თევზის ან ხორცის ასორტს წარმოადგენს.
ღვინის სამშბლოში სუფრის მთვარ ატრიბუტად მაინც ღვინო ითვლება და შესაბამისად, რესტორნის მენიუში თქვენ ნახავთ უნიკალური ღვინოების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის ევროპულ სასმელებსაც.
საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები:
საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 30 პერსონაზე. სასტუმროს მე-4 სართულზე განლაგებულია კომპლექსი საქმიანი შეხვედრებისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის ცენტრის ამ ნაწილში განლაგებულია მხოლოდ ორი და სამსართულიანი შენობები, სასტუმროს მე-4 სართულიდან იშლება ქალაქის ისტორიულ უბნის შესანიშნავი ხედი. კომლექსში შედის ერთი მცირე დარბაზი -იმერული ოდის მსგავსი, მიმდებარე ზამთრის ბაღითა და აივნით. აივანი მოწყობილია იმერული ეზოს მსგავსად ჭურებით, ბუხრითა და სხვა აქსესუარით.
დარბაზების ტექნიკური აღჭურვილობა:
მცირე ზომის პროექტორი, ეკრანი, სალექციო პლაკატები, დაფა, თხევადკრისტალური (LCD) პროექტორი, სლაიდები. სინქრონული თარგმნის სისტემა. მიკროფონები, საკონფერენციო ყურსასმენები, ტელევიზორი და ვიდეო რეკორდერი, საგამოფენო სტენდები.
ტარიფები მოიცავს საუზმეს.
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლი ღირს 50 ლარი ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.