სასტუმრო საქართველოს მთავარი მაგისტრალზე მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს, ქუთაისის ცენტრამდე რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. კომპლექსი „ევროპა“ გთავაზობთ ევროპული სტანდარტის კომფორტს, სრული სერვისით რომელიც საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ, დაისვენოთ და მყუდრო გარემო შეიქმნათ . სასტუმროში დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის, ყველა საჭირო და აუცილებელი პირობაა შექმნილი.
სასტუმროს აქვს გასართობი აპარატები და კაზინო რაც საინტერესოს და მხიარულს გახდის თქვენს დასვენებას. სასტუმრში შეგიძლიათ დაჯავშნოთ სხვადასხვა, შემეცნებით-დასასვენებელი ტური, მათ შორის სათევზაო , ოფროუდ ჯიპ-ტური, საცხენოსნო და საჯომარდო და სხვა....
სასტუმროს გააჩნია მოედანი, ბალახის საფარით, სადაც შეეძლებათ ახალგაზრდულ გუნდებს ვარჯიში...
ბაგრატის ტაძარი 5.5 კილომეტრშია სასტუმროდან, ხოლო გელათის მონასტერი 13 კმ-შია.
ტარიფები არ მოიცავს კვებას. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები აკრძალულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 5 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
სასტუმროს არ აქვს დამატებითი საწოლებით მომსახურების სერვისი.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.