საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ზენობანი), ბახმაროსკენ მიმავალ გზაზედ, მდინარე გუბაზოულის ხეობაში. მთაგორიან ულამაზეს, ქართულ სოფელში. ავთენტური ინტერიერის მქონე, კომფორტულ საკუთრებაში არსებულ ორ-სართულიან სახლში.
სახლში ერთდროულად შესაძლებელია 11 ვიზიტორის მიღება (საძინებლების გარდა შესაძლებელია მისაღებში არსებული დივნების გაშლა); ეზო არის კეთილმოწყობილი, შთამბეჭდავი პეიზაჟით, ხეხილის ბაღით, გურული ტრადიციული „ქუხნით“ შუაცეცხლითა და კეცებით. სტუმრებს ვუმასპინძლდებით გურული კერძებით; ნატურალური ინგრედიენტების ნაწილი ჩვენსავე ბაღჩაშია მოყვანილი.
სასტუმროს დამატებითი ფასიანი სერვისებია: კულტურული და საფეხმავლო ტურები, თევზაობა, ნადირობა, კულინარიული მასტერკლასები: კეცზე ხაჭაპურისა და ჭადის გამოცხობა, ფელამუშის/ჩურჩხელას მომზადება, ყველის ამოყვანა, ჩირის გაშრობა, მწავდის შეწვა.სახლში ფუნქციონირებს ჩირის საშრობი საოჯახო საამქრო „სკიჯი“.
ნომრებში არ არის ინდივიდუალური სველი წერტილები. ყველა ნომრის სტუმარი სარგებლობს საერთო სააბაზანო ოთახით/ოთახებით. არის საერთო სარგებლობის სამზარეულო, სადაც სტუმრებს თავად შეუძლიათ მოამზადონ კერძები.ტარიფები მოიცავს ორჯერად კვებას. არის სამჯერადი კვების მომსახურება
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 7 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
ყველა ბავშვისთვის 7 წლამდე ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე განთავსების საფასური შეადგენს პერსონის სრული ფასის 50%-ს!
7 წლიდან 18 წლამდე ბავშვების განთავსების საფასური ნომერში ინდივიდუალურ (არსებულ) საწოლებზე შეადგენს პერსონის სრულ ფასს!
7 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს ერთი ღამით!
7 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
ბავშვის ინდივიდუალურ (ოთახში არსებულ) საწოლზე განთავსების შემთხვევაში საფასურს იხდით საიტზე (დაჯავშნის დროს).
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.