საიტი https://hotel24.ge გთავაზობთ სასტუმროს დაჯავშნის ფორმის ჩაშენებას თქვენს ვებ საიტზე. 

 

რისთვის არის ონლაინ დაჯავშნის ფორმა?

თუ თქვენ გაქვთ თქვენი სასტუმროს ვებ საიტი, მაგრამ არ გაქვთ ნომრების ონლაინ დაჯავშნის ფორმა დეპოზიტის ონლაინ გადახდის შესაძლებლობით, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი დაჯავშნის ფორმით, შეუქმნათ თქვენი საიტის მომხმარებლებს კომფორტი და მისცეთ საშუალება დაჯავშნონ ნომერი თქვენივე ვებ საიტიდან.

 

როგორ გამოიყურება დაჯავშნის ფორმა?

დაჯავშნის ფორმა იგივეა, რაც https://hotel24.ge დაჯავშნის გვერდი. მომხმარებლები აირჩევენ თარიღებს, ნომერს ან ნომრებს, საჭიროების შემთხვევაში სტუმრების რაოდენობას და ასაკს, შეავსებენ პირად ინფორმაციას და გადაიხდიან დეპოზიტს.

 

როგორ ხდება ჩაშენება?

ჩვენ მოგაწვდით პატარა სკრიპტს, რომლის ჩასმის შემდეგ თქვენ ვებ გვერდზე ჩაშენდება თქვენი სასტუმროს ნომრების დაჯავშნის ფორმა. სკრიპტის ჩაშენება საჭიროებს html - ის ცოდნას და საიტზე FTP წვდომას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ დაჯავშნის ფორმის ჩაშენებაში.

 

რა უპირატესობა გექნებათ თუ ჩააშენებთ დაჯავშნის ფორმას?

https://hotel24.ge სტანდარტულად იღებს საკომისიოს ჩაშენებული ფორმით განხორციელებული ჯავშნიდან, რადგან დეპოზიტის გადახდა ხდება https://hotel24.ge საიტის მეშვეობით. მაგრამ ჯავშნის ფორმის ჩაშენების სანაცვლოდ ჩვენ გთავაზობთ საშუამავლო საკომისიოს 5%-ით შემცირებას, მათ შორის ჩვენი საიტიდან განხორციელებული ჯავშნებზეც.