“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას” 2017 წლიდან ვაუჩერული სისტემა დაემატა.

2018 წ. შშმ ბავშვების მშობლები 700 ლარს ზაფხულში დასვენებისთვის გამოიყენებენ. 

ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია საიტზე https://hotel24.ge/ დაჯავშნის დროსაც. სასტუმროს დასაჯავშნად მომხმარებლები საიტზე იხდიან საშუალოდ 15% ავანსს, დანარჩენ თანხას კი იხდიან ადგილზე, სასტუმროში. სასტუმროებში შეგიძლიათ გამოიყენოთ 700 ლარიანი ვაუჩერი. ზოგ შემთხვევაში დაჯავშნა შესაძლებელია ავანსის გადახდის გარეშეც, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და გადავამოწმებთ ინფორმაციას კონკრეტულ სასტუმროში. სასტუმროს შერჩევის შემდეგ უნდა გააგზავნოთ დაჯავშნის მოთხოვნა და კითხვების ველში ჩაწეროთ კითხვა, იმაზე თუ შესაძლებელია ამ ვაუჩერის გამოყენება თქვენს მიერ არჩეულ სასტუმროში. 

“შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამას” თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2008 წლიდან ახორციელებს. ის ითვალისწინებს შშმ ბავშვებისა და მათი მშობლების დასვენებას საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე. ბოლო პერიოდში ზღვის კურორტებს შორის არჩევანი ურეკსა და ანაკლიაზე გაკეთდა, რაც შეეხება მთას – მერია უპირატესობას ბაკურიანისა და ბორჯომს ანიჭებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ 3-დან 21 წლამდე შშმ მოქალაქეებს, მათ მშობლებს ან ოფიციალურ მეურვეებს.

როგორ უნდა ჩაერთოთ პროგრამაში?

ბენეფიციარმა (3-20 წლის ასაკის) საკურორტო მომსახურების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა მერიაში?

  • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი
  • ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100)
  • შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

„შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამაში“ მონაწილეობისთვის საჭიროა დოკუმენტების წარდგენა. მონაწილე უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული ან სარგებლობდეს თბილისში არსებული დღის ცენტრის მომსახურებით. შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის და გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სამსახური და არა სპეციალური კომისია იღებს. თენგიზ თევზაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც ხდება, არის შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები, „ფორმა 100“-ის წარდგენის საფუძველზე, განიხილავენ, შეექმნება თუ არა პრობლემა შშმ პირს ტრანსპორტირებისას ან პროგრამის მიმდინარეობის სხვა რომელიმე ეტაპზე.