


ფასების ნახვა ღვინის სასტუმრო “შატო მერე” თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანთან 2011 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა. „შატო მერე“ თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (85 კმ) სავალ მანძილზეა. შატო ქვისგან ნაგები სამსართულიანი სასახლეა, დიდი ქვის გალავნით, ხის აივნებითა და ოთხი კოშკით, საიდანაც კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება. სასტუმროს კომპლექსში შედის რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი და ჯაკუზი, კომპანია „ვინივერიას“ ღვინის საწარმო და ქვევრების მარანი, აგრეთვე საჩუქრების მაღაზია და საჯინიბო.
„შატო მერე“ ორიგინალური არქიტექტურით ძველ ქართულ სასახლეს ჰგავს. სასტუმროს ინტერიერი წარსულისა და თანამედროვეობის საუკეთესო შეხამებაა. შატო ძველებური ავეჯითაა გაწყობილი და სტუმრებისათვის მრავალი საინტერესო დეტალისაგან შედგება.
შატო მერეს სიახლოვეს უამრავი ღირსშესანიშნაობაა. მათ შორის: ახალი და ძველი შუამთის მონასტრები, გრემი, ალავერდი, შიოს მარანი, იყალთოს აკადემია, ერეკლე მეორისა თუ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები. სურვილის შემთხვევაში კი რამდენიმედღიანი ტურის დაგეგმვა და მთელი კახეთის (სიღნაღი, ბოდბე, ნინოწმინდა, უჯარმა, ლაგოდეხის ნაკრძალი) დათვალიერებაცაა შესაძლებელი.
უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები და საუკეთესო მომსახურება ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისათვის. ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად შატო მერეში გატარებული ერთი დღეც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
სასტუმროს რესტორანი 150–250 პერსონაზე გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეულ ქართულ, ადგილობრივ კახურ და ევროპულ კერძებს, რომლებსაც კახეთში განთქმული შეფ–მზარეული გია ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებს „შატო მერეს“ სტუმრების გემოვნების გათვალისწინებით. რესტორანი და მის წინ გაშლილი ვერანდა ქორწილის, წვეულებისა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებისათვის საუკეთესო ადგილია.
ბარი „ლაუნჯი მერე“ სტუმრებს საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად ეპატიჟება. კარაოკეს მოყვარულებს შეუძლიათ გაერთონ და მუსიკალური შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ.
სასტუმროში არსებულ ბუფეტში თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები. საღამოობით სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ბარით.
ასევე თვქენ შეგიძლიათ დრო გაატაროთ სასტუმროში არსებული აქტივობებით:
ღვინის დეგუსტაციით, კარაოკეთი. სასტუმროს ასევე შეუძლია დაგეგმოს ცხენით საჯირითო ექსკურსია.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანსფერის მომსახურებით.
შატო მერეს საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ საუკეთესო გარემოს:
საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით - აუდიო/ვიდეო აპარატურა, პროექტორი, დაფა, უკაბელო ინტერნეტი. დარბაზში ადგილების რაოდენობა ღონისძიების მიხედვით 30-დან 100 ადამიანამდე განისაზღვრება. კომფორტული და მშვიდი სამუშაო გარემო ნებისმიერ ღონისძიებას საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.
ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ერთდროულად დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენი ღონისძიების ყველა ეტაპი. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და დავაბინავოთ სტუმრები, შევთავაზოთ უგემრიელესი ლანჩი და სრულად ვიზრუნოთ მათ კომფორტზე. ყველაფერი ეს კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოხერხებული პირობებით.
შატო მერე – სასტუმრო სადაც დაბრუნება აუცილებალდ მოგინდება!
კონდიციონერი ყველა ნომერში
ზოგ ნომერს აქვს აივანი
ყველა ნომერს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო
ტელევიზია ყველა ოთახში
ტელეფონი ყველა ოთახში
ყველა ოთახში არის Wifi
მინიბარი ყველა ოთახში
DVD ყველა ოთახში
ფენი ყველა ოთახში
საშხაპე ყველა ოთახში
ბავშვებს მივესალმებით
24სთ მომსახურება ნომერში
მიმტანის მომსახურება
არის სამჯერადი კვების მომსახურება
საინფორმაციო სამსახური
უსაფრთხოების სამსახური
შინაური ცხოველები ნებადართულია
ძაღლები ნებადართულია
მოწევა ნებადართულია
უფასო პარკინგი
სამრეცხაო, სარეცხი მანქანა
დასუფთავების მომსახურება
ვალუტის გაცვლა ხელმისაწვდომია ადგილზე
საკონფერენციო დარბაზი
არის სეიფი
ობიექტი მდებარეობს მყუდრო/ სოფლის ტერიტორიაზე
ცენტრალური გათბობა
ბარი ადგილზე
საკუთარი რესტორანი
საკუთარი ბაღი თქვენს განკარგულებაში
სასეირნო ბილიკი ადგილზე
პიკნიკის ზონა ადგილზე ან ახლოს
საბავშვო სათამაშო ზონა ადგილზე
პოპულარული საფეხმავლო ადგილები
საქორწილო მომსახურება და სხვა დღესასწაულები
ტრანსფერი აეროპორტში/აეროპორტიდან ან სხვა მიმართულებით
ტურების გასვლის წერტილი
ტაქსის მომსახურება
შესაძლებელია მანქანის გაქირავება
ბილიარდი
საცხენოსნო ადგილზე ან ახლოს
საცურაო აუზი
ვერტმფრენის დასაჯდომი
დაჯავშნა უფასოა! საიტი არ ამატებს საკომისიოს სასტუმროში არსებულ ფასებს.ტარიფები მოიცავს საუზმეს. არის სამჯერადი კვების მომსახურება.
შინაური ცხოველები ნებადართულია.
ყველა ასაკის ბავშვი დაშვებულია!
ყველა 6 წლამდე ბავშვის მშობელთან ერთად საწოლზე განთავსება უფასოა!
6 წლამდე ბავშვებისთვის დამატებითი საწოლი უფასოა!
6 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის და მოზრდილი ადამიანისთვის დამატებითი საწოლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს ერთი ღამით!
დამატებითი საწოლების რაოდენობა ოთახის ტიპების მიხედვით:
დამატებით საწოლის საფასური არ გამოითვლება ავტომატურად საერთო საფასურში და გადახდილი უნდა იქნას ცალკე სასტუმროში ყოფნის განმავლობაში.
ნომრის დასაჯავშნად საჭიროა თქვენს მიერ დაჯავშნის მოთხოვნის გაგზავნა, იმისთვის რომ გადამოწმდეს თქვენს მიერ არჩეული ნომერი თავისუფალია თუ არა შერჩეულ დროის პერიოდში. სასტუმროდან დასტურის შემთხვევაში ჯავშნის დასასრულებლად აუცილებელია თქვენგანაც საბოლოო დასტური. დასტურის ინსტრუქცია მოგივათ მეილზე.